суббота, 23 ноября 2013 г.

სრულიად ვეთანხმები ისტ-ის საგნობრივი პროგრამების გზამკვლევში მასწავლებლებისათვის მიცემულ რეკომენდაციას, რომ   მნიშვნელოვანია მოზარდმა თავიდანვე გამოიმუშავოს კლავიატურაზე სწორად ბეჭდვის ტექნიკა ანუ დაიცვას კლასვიატურასთან მუშაობის ათი თითის მეთოდი. მოსწავლემ უნდა იცოდეს კლავიატურის კლავიშების ფუნქციები, მათ შორის ,,ცხელი" ღილაკების დანიშნულებებიც.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, მე-5 კლასში გამეკეთებინა გაკვეთილზე სიმულაციური თამაში ,,მე და კლავიატურა"

გაკვეთილს ,,მე და კლავიატურა“ წინ უსწრებდა მოსამზადებელი პერიოდი 2 კვირის მანძილზე. ყველა მოსწავლეს დავუბეჭდე და დავურიგე   შესაბამისი მასალები. კერძოდ, კლავიატურის  ღილაკების დანიშნულებები და ,,სტანდარტული" კლავიატურის სურათი.
მოგეხსენებათ, რომ ყველა კლავიატურაზე მინიმუმ 103-104 ღილაკია. ხოლო ანბანის ასოების განლაგება  ერთნაირი.

გაკვეთილს ეწრებოდნენ მათემატიკის კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი  და სკოლის ბიბლიოთეკარი. 

გაკვეთილმა საკმაოდ ხალისიანად ჩაირა. გარდა მოსწავლეებისა მასწავლებლებსაც გაუჩნდათ სურვილი  მიეღოთ მონაწილეობა კლავიატურის აწყობაში, რამაც ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია. 
იყო შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში შედეგს მაინც მივაღწიეთ და კლავიატურა სრულყოფილად ავაწყვეთ.

აქვე აღვნიშნავ, რომ შავი ფერის ფორმატს მივეცით კლავიატურის ფორმა,.



ხოლო ღილაკებად გამოვიყენე ასანთის კოლოფები. ამისათვის დახმარე ვთხოვე მეშვიდე კლასის 4 მოსწავლეს, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ.